სამუშაოების მიმდინარეობას  გაეცნენ
By

სამუშაოების მიმდინარეობას  გაეცნენ

ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე აკაკი შანიძის ქუჩის №26-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
მითითებულ მისამართზე შენობის ფუნდამენტის გამაგრება მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია დაზიანებული კიბეების სრულად განახლება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, კორპუსში მცხოვრები 60 ოჯახი უსაფრთხო და გაუმჯობესებულ საცხოვრებელ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს 12 საცხოვრებელი სახლის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა. წელს სამუშაოები უკვე დასრულდა სამ მისამართზე, ხოლო ორ ობიექტზე პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ამ ეტაპზე სანიაღვრე არხი ეწყობა და რეაბილიტირებულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება.
პროექტი ითვალისწინებს როგორც ქეთევან წამებულის ქუჩის, ისე მიმდებარე ჩიხების სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, საგზაო ნიშნების მოწყობას. სამუშაოების დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდეა დაგეგმილი.

  • No Comments
  • მაისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *