By
უკრაინა და ნიდერლანდები დრონების ერთობლივად წარმოების დაწყებას წელს გეგმავენ
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის იურიან ესერის განცხადებით, ნიდერლანდები და უკრაინა დრონების ერთობლივად წარმოების დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავენ.
„ველოდებით, რომ წარმოება წელს დაიწყება. პირობები კონფიდენციალურია“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
მისი მტკიცებით, ნიდერლანდების თავდაცვის ინდუსტრია არ დაემორჩილება რუსეთის მხრიდან დაშინებას და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დილან იეშილგოზ-ზეგერიუსმა განაცხადა: „ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას რუსეთი ვერ დააშინებს. კომპანია „დესტინუსი“ უკრაინისთვის დრონებსა და რაკეტებს აწარმოებს და ნამდვილად ცვლილებებს ახდენს. იგი ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია“.