By
35-ვე კერძო საბავშვო ბაღი შემოწმდება
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კერძო საბავშვო ბაღებში სანიტარიულ-ტექნიკურ და ჰიგიენურ ნორმებს ეტაპობრივად ამოწმებს.
მონიტორინგის ფარგლებში ოთახებსა და კვების ბლოკში სისუფთავის ხარისხზე საანალიზო ნიმუშების აღება ხორციელდება.
შემოწმებას, მუნიციპალური ინსპექციის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან და ლაბორატორიულ კვლევით ცენტრთან ერთად აწარმოებს.
ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით, სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, მთელი წლის განმავლობაში, 35-ვე კერძო საბავშვო ბაღი შემოწმდება.
გალერეა

