By
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. მისივე განცხადებით, შეთანხმება ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.
„ხელი მოეწერა ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ტრანსპორტიდან დაწყებული ენერგეტიკითა და ციფრული ქსელებით დამთავრებული, ამას შეუძლია სომხეთი კონტინენტების გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიულ ცენტრად აქციოს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეთანხმებას ხელი ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის სამიტის ფარგლებში მოეწერა.