ზურაბ გორგილაძეს მიეძღვნა
By

ზურაბ გორგილაძეს მიეძღვნა

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში ზურაბ გორგილაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის  იაგო მიქელაძის სახელობის  საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზურაბ გორგილაძის ცხოვრებიდან ცალკეული ეპიზოდები, წაიკითხეს პოეტის შემოქმედებიდან სახალხოდ ქცეული ლექსები და პოეზიის მარგალიტები. სკოლის ანსამბლმა „მერცხალი“ წარმოადგინა ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ზურაბ გორგილაძის პოეზიის პოპულარიზაციას, ასევე, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და წახალისებას.

საღამოს ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • მაისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *