By
აივნების რეაბილიტაცია დასრულდა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას N36-ში მდებარე შენობის აივნების რეაბილიტაცია.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, ზ. გამსახურდიას ქუჩის N9-ში მდებარე შენობის შუშაბანდს.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოები შენობის სტრუქტურული მდგრადობის გაუმჯობესებასა და მისი არქიტექტურული ელემენტების აღდგენას ისახავდა მიზნად.