კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნენ
დასრულდა ხიჭაურში არსებული ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. მოეწყო სკვერი და გადმოსახედი სივრცე, დამონტაჟდა გარე განათება, მოწესრიგდა სველი წერტილები, განთავსდა მგზავრთა მოსაცდელები.
წელს ასევე, დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სკვერის კეთილმოწყობა. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ფერდსამაგრი კედლები, დეკორატიული განათება, წყლის კუთხე და მიწისქვეშა კომუნიკაციები.
პროექტი მიზნად ისახავს დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.
ხიჭაურის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე გაეცნენ.
ცოტნე ცაბაძე