By
შეხვედრა – მთავარეპისკოპოსთან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მთიან აჭარაში ვიზიტისას, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს შეხვდა და ჩვენი ქვეყნის მფარველის, წმინდა გიორგის ხსენების დღე მიულოცა. შეხვედრაზე ისაუბრეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აჭარის მთიანეთისთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომის პირობებზე, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერების საკითხებზე.
ცოტნე ცაბაძე