By
107 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდით შეივსო
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო ბიბლიოთეკების მხარდაჭერის მიზნით, 30 პროექტი დაფინანსდა.
პროგრამით, რომელიც 2023 წლიდან ხორციელდება, ჯამურად, წიგნადი ფონდით 107 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო.
პროექტის მიზანი სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარება და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.
პროექტის ფარგლებში, თითოეული ინიციატივის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 3000 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სკოლებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ მხატვრული, სამეცნიერო, შემეცნებითი ლიტერატურა.