By
შეხვედრა მოსახლეობასთან
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძესთან ერთად, თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული საჭიროებები გააცნეს.
ბათუმის მერის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს დაეფუძნოს და თითოეულ უბანში არსებული პრიორიტეტები სწორად განისაზღვროს.