By
ორი ქვეყნის მრავალწლიან ურთიერთობაზე ისაუბრეს
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში ფუად აზიზოვს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბათუმსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობების, თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურისტულ, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რაც რეგიონში სტაბილური პარტნიორობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას განაპირობებს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვიცე-კონსული მაჰბუბა ნამაზოვა.