„საერთო საქმისთვის სრული კოორდინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“
By

„საერთო საქმისთვის სრული კოორდინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებსა და მთიანი აჭარის განვითარების საჭიროებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობისთვის სათანადო გარემოს, შესაბამისი პირობების შექმნა და ტურისტული პოტენციალის გაზრდა რჩება.

„მქონდა შეხვედრები ჩემს უსაყვარლეს ხულოს მუნიციპალიტეტში. ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე. მჯერა, რომ მაღალმთიანი აჭარის გაძლიერება ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის გაძლიერებას ნიშნავს. მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იყო, არის და რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, ხოლო ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის – მერიის, საკრებულოს აქტიური ჩართულობა და საერთო საქმისთვის სრული კოორდინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მთავარ პრიორიტეტად რჩება მთის ტურისტული პოტენციალის განვითარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოდერძის უღელტეხილის განვითარება, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მარგალიტია. როგორც გენგეგმით დაგეგმილი კურორტი, იგი პირველია საქართველოში და აუცილებელია მისი განვითარების პარამეტრების დაცვა, რათა ოთხივე სეზონზე გაიზარდოს ტურისტული აქტივობა და შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • მაისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *