By
12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე, საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.