ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა.
By

ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა.

იტალიაში მკურნალობენ ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველ შემთხვევას, რომელიც ახლახან დაფიქსირდა. ინფორმაცია იტალიის დამოკიდებულ პირთა დახმარების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.

დაავადებული 20 წლის გოგონა გახლავთ, რომელიც ამ დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. იგი ხელოვნურ ინტელექტთან მუდმივად კონტაქტობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ნეიროქსელთან ისე ურთიერთობდა, როგორც ნამდვილ მეგობართან და „ყველასა და ყველაფერს“ ჩამოშორდა.

„ტოქსიკური მეგობრობა დროთა განმავლობაში დამოკიდებულებაში გადაიზარდა: ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა, რომელიც დამოკიდებულებათა მკურნალობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამედიცინო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ლაურა სუარდიმ აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, სპეციალისტები წინასწარ ხედავდნენ, რომ მსგავსი ქცევითი სირთულეები წარმოიშობოდა.

სუარდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უკეთ გაცნობასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი იწყებს ზუსტად იმის თქმას, რისი მოსმენაც ამ ადამიანს სურს და სწორედ ეს ხდება დამოკიდებულების წარმოქმნის მიზეზი.

 

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *