ჯგუფი „ბზიკები“ „ევროვიზიაში“ მონაწილეობისთვის ვენაში სიმღერით On Replay გაემგზავრა
By

ჯგუფი „ბზიკები“ „ევროვიზიაში“ მონაწილეობისთვის ვენაში სიმღერით On Replay გაემგზავრა

დაიწყო „ევროვიზიის“ რიგით 70-ე კონკურსი, რომლის გახსნის ცერემონია ვენის მერიაში გაიმართა. ათასობით გულშემატკივრის თვალწინ შეაბიჯეს კონკურსანტებმა აღნიშნულ შენობაში. რა თქმა უნდა, გახსნის ცერემონიაში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ – ჯგუფი „ბზიკები“ ვენაში სიმღერით On Replay გაემგზავრა, რომელსაც საკონკურსო სცენაზე უკვე ხვალ წარადგენს.

გახსნის ცერემონია ერთადერთი ღონისძიებაა კონკურსის განმავლობაში, როდესაც ყველა მონაწილე ერთად იკრიბება. მათი ნაწილი „ევროვიზიას“ 12 და 14 მაისს გამართული ნახევარფინალების შემდეგ დატოვებს. ფინალში, რომელიც Wiener Stadthalle-ის სცენაზე 16 მაისს გაიმართება, ტელემაყურებელი წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი 35 მონაწილიდან 25-ს იხილავს.

 

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *