მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს
By

მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დინამიკა. იმსჯელეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ხელვაჩაურს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სატრანზიტო, ისე ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით.

– ხელვაჩაურის წარმატება, განვითარება და გაძლიერება დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის თითოეული თანამშრომლის შრომასა და პროფესიონალიზმზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოვლითი გზის პროექტის გაგრძელება, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დააკავშირებს. შუა დერეფნის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია. პრაგმატული და სწორი პოლიტიკით ვახერხებთ მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ტვირთბრუნვა, განვითარდეს მწვანე ენერგეტიკა, შეიქმნას ახალი ლოგისტიკური ცენტრები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ამ პროცესში ხელვაჩაურს განსაკუთრებული როლი აკისრია როგორც ბიზნესისა და ინვესტიციების, ისე ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა. აუცილებელია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა მუნიციპალიტეტში, რათა ახალგაზრდებსა და ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი საკუთარ ქვეყანას დაუკავშირონ, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *