ანდრიაობა – სხალთის ეპარქიაში
წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული სხალთის ეპარქიის ტაძრებსა და სამლოცველოებში წირვა-ლოცვით დაფასდა. მრევლი არ აკლდა დაბა შუახევში არსებულ წმინდა სამების ტაძარს. აქ წირვა-ლოცვა დეკანოზმა იოანემ (ჩხუბაძე) აღავლინა.
– ტაძარში მოსალოცად ოჯახის წევრებთან ერთად ბათუმიდან ჩამოვედი, – გვითხრა ზურაბ ბერიძემ, – დღეს სრულიად საქართველო სიხარულით ხვდება ახალი პატრიარქის ინტროვიზაციას, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმართება. მსურს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეს მივულოცო ეს დღე და წინაპრების დიდი და სახელოვანი საქმეების გაგრძელება ვუსურვო.
წმინდა სამების ტაძრის მსგავსად, სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურებმა წირვა-ლოცვა აღავლინეს დანარჩენ ტაძრებში.
მომლოცველთა ერთი ჯგუფი დიდაჭარაში, თარანგელოს გორაზე იმყოფებოდა. აქ წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და ქრისტეს სხვა მოციქულებმა ქრისტესშობიდან 37 წელს ტაძარი ააშენეს და სახარება იქადაგეს. ამ გორზე სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობა დაწყებულია.
ცოტნე ცაბაძე