2027-2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები გაცნეს
By

2027-2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები გაცნეს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ სამედიცინო დაწესებულებების და სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებს სამინისტროს 2027-2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები წარუდგინა.

გეგმის თანახმად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტი 14,9%-ით გაიზრდება და 100 მილიონი ლარი იქნება. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, ჯამში, 39 პროგრამას განახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მიმდინარე პროგრამებიც, თუმცა მათში რიგი ცვლილებები განხორციელდება. გაიზრდება როგორც ბენეფიციართა რაოდენობა, ისე სამინისტროს მხრიდან დაფინანსების მოცულობა, რაც მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

შეხვედრის მონაწილეებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საშუალოვადიანი პრიორიტეტები გააცნო, ასევე, ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა. სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტების მორიგი განხილვა სექტემბერში გაიმართება.

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *