უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალების თავდასხმებს დნეპროპეტროვსკის ოლქში 8 ადამიანი ემსხვერპლა
By

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალების თავდასხმებს დნეპროპეტროვსკის ოლქში 8 ადამიანი ემსხვერპლა

რუსების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, – ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, კრივი-რიჰში 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

სინელნიკის რაიონის დუბოვიკოვის თემში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, ხოლო ნიკოლაევის თემში 2 ადამიანი დაიღუპა.

„ნიკოპოლის რაიონში დაზარალდა ნიკოპოლის, მარგანეცკაიას, მიროვსკაიას, პოკროვსკაიას და კრასნოგრიგორიევსკაიას თემები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები და ავტომობილები. დაშავდა სამი ადამიანი“, – განაცხადა განჟამ.

მისი ინფორმაციით, რუსებმა ერთ დღე-ღამეში, საერთო ჯამში, ოლქის სამ რაიონს თითქმის 30-ჯერ შეუტიეს.

 

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *