გივი მიქანაძე შუახევის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
By

გივი მიქანაძე შუახევის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა შუახევის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო. მან სკოლის პედაგოგებთან და შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათთან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პედაგოგებსა და მშობლებს საშუალება მიეცათ, უშუალოდ მინისტრისგან მოესმინათ ინფორმაცია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მის სარგებლიანობაზე, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისთვის კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ. საინტერსო და შინაარსიანმა შეხვედრებმა თითქმის 3 საათს გასტანა.

პედაგოგებთან  და მოსწავლეთა მშობლებთან გამართულ შეხვედრებში აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი, პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი, დაბა შუახევის საჯარო სკოლის  მათამატიკის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძე.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მაისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *