By
ბათუმის დრამატულმა თეატრმა ტრაპიზონის საერთაშორისო ფესტივალში წარმატებით მიიღო მონაწილეობა
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონში გამართულ შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა, სადაც მაყურებლის წინაშე სპექტაკლით – „დარისპანის გასაჭირი“ – წარდგა.
წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, ხოლო ფესტივალის ფარგლებში თეატრს სპეციალური დიპლომი და პრიზი გადაეცა.
ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამართულ სპექტაკლს დაესწრნენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საკონსულოს წარმომადგენლები, თურქეთში მცხოვრები ქართველები, ადგილობრივი მაყურებელი და თეატრის მოყვარულები.
საერთაშორისო ფესტივალში ბათუმის დრამატული თეატრი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდა.