122 ობიექტი შემოწმდა
By

122 ობიექტი შემოწმდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს ეტაპობრივად ახორციელებს. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი სამშენებლო უსაფრთხოების ზედამხედველობის სპეციალისტი შესაბამის მითითებას წერს.

უწყების ინფორმაციით, მითითების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ობიექტი ჯარიმდება, დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ კი საქმისწარმოება წყდება.

მიმდინარე წელს სამშენებლო უსაფრთხოების წესების დადგენის მიზნით უკვე შემოწმდა 122 ობიექტი. სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის ფაქტებზე მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს.

  • No Comments
  • მაისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *