ქართული კინოს დღისადმი მიძღვნილი საღამო
By

ქართული კინოს დღისადმი მიძღვნილი საღამო

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით,  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ქართული კინოს დღისადმი მიძღვნილი კინომუსიკის საღამო გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავდა ქართული კინომუსიკის პოპულარიზაციას, ცნობილი ქართული ფილმების მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას. მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობები წარსდგნენ, რომლებმაც  ქართული კინოფილმებიდან პოპულარული სიმღერები შეასრულეს.
კინომუსიკის საღამოს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე. კონცერტს ასევე ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.


„15 მაისი ქართული კინოს დღეა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებულმა ფილმებმა შემოგვინახეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, მისი ტრადიციები, კულტურა, ყოფა, იდენტობა“,- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ.
ცნობისთვის: ქართული კინოს დღის დაწესება უკავშირდება 1908 წელს რეჟისორ ვასილ ამაშუკელის და ოპერატორ ალექსანდრე დიღმელოვის  მიერ პირველი ქართული დოკუმენტური ფილმების გადაღების დაწყებას, რაც ქართული კინემატოგრაფიის ისტორიის სათავედ მიიჩნევა.

 

  • No Comments
  • მაისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *