ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი  ჩატარდა
By

ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი  ჩატარდა

ჯიღაურაში, სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე, პლატფორმა „მადამ სომელიეს“ ორგანიზებით, ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.

ჯიღაურაში გამართულ საერთაშორისო ფორუმს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა დაესწრო.

ფორუმმა ქართველი და უცხო ქვეყნების ვაზისა და ღვინის დარგის მეცნიერები, პროფესიონალები, მარკეტერები, ტურიზმის სფეროს და მედიის წარმომადგენლები გააერთიანა.

ფორუმის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და პლატფორმა „მადამ სომელიეს“ დამფუძნებელმა ნინო ქინქლაძემ. ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებს გააცნეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უახლესი კვლევის შედეგები, კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობა, ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვისა და კვლევის მიმართულებები, იშვიათი ადგილობრივი ჯიშებისა და ქვევრის ტრადიციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები.

 

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *