ბსუ-ში ბორჩხაში მოქმედი ანსამბლის საღამო გაიმართა
By

ბსუ-ში ბორჩხაში მოქმედი ანსამბლის საღამო გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ჩვენი სულიერების ბალავარი – XV“ ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბორჩხაში მოქმედი ანსამბლის საღამო გაიმართა. ეთნიკური ქართველების მიერ შექმნილი ანსამბლი ბორჩხის მერიის ბაზაზე უკვე 6 წელია მოქმედებს და ასრულებს როგორც ძველ ქართულ, ისე ლაზურ სიმღერებს. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ჭვანის ხეობის ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, რომელმაც ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივში დაცული სიმღერები შეასრულა.
კონფერენციის დახურვის ცერემონიას ბსუ-ის რექტორი, ქალაქ ბორჩხის მერი, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *