ირაკლი ქადაგიშვილი: სიძულვილის ენის წინააღმდეგ სისტემური მიდგომა საზოგადოებას წაადგება
By

ირაკლი ქადაგიშვილი: სიძულვილის ენის წინააღმდეგ სისტემური მიდგომა საზოგადოებას წაადგება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საჯარო თუ ციფრულ სივრცეში შეურაცხმყოფელი, შუღლისა და დაპირისპირების გამომწვევი განცხადებების შემცირება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება და ამან უკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო სწორედ იმისთვის იქნება, რომ სიძულვილის ენის, აგრესიული კამპანიებისა და შეურაცხმყოფელი კომუნიკაციის მიმართ სისტემური მიდგომა არსებობდეს.
„რაც ნაკლები იქნება ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში ღვარძლი, დაპირისპირება და გინება, მით უფრო მოიგებს საზოგადოება. ეს შეეხება ყველას, მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან მოდის მსგავსი ქმედება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები არ იგეგმება, რადგან ღირსების შელახვასთან დაკავშირებით მოქალაქეებს სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდათ.
ცნობისთვის, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და შესაბამის რეაგირებაზე იქნება პასუხისმგებელი.

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *