„მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“
By

„მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ გრძელდება. მორიგი შეხვედრა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში. პროექტი, საერთო ჯამში, აჭარის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ღონისძიების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ ინფორმაცია და შემეცნებითი ლექცია, დაინტერესებული პირები გაეცნენ სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარს და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაციას. გაიმართა 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც ბიზნესი საკმაოდ ძლიერი და აქტიურია. ინოვაციების დანერგვის ყველაზე დიდი საჭიროებაცაა ეკონომიკურად აქტიურ რეგიონებში. ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენი ღონისძიების პრაქტიკული ნაწილით, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ 3D პრინტერი და სხვა მაღალტექნოლოგიური დანადგარები პრაქტიკაში გამოეცადათ. იმედი მაქვს, თითოეულ მათგანს ვიხილავთ ტექნოპარკებში, ჩვენს პროექტებში და ერთად გავაგრძელებთ ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში მოგზაურობას, რათა კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ საქართველოში არსებული ბიზნესების ყოველდღიურობა, – აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ზურა ძიძიგურმა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონების მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაა.

პროექტის პარტნიორები არიან სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, გამომცემლობა „ლურჯი ოკეანე“, კომპანიები „ნატახტარი“, „ჩემპი“ და ტექნიკის მაღაზია „ალტა“.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მაისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *