ბათუმის ბოტანიკური ბაღი განვითარების ახალ ეტაპზეა
By

ბათუმის ბოტანიკური ბაღი განვითარების ახალ ეტაპზეა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.
ზურაბ პატარაძემ რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტის, ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

– ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. მოვისმინე ბოტანიკური ბაღის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. შთამბეჭდავია ის პროექტები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს. ხელისუფლების მხრიდან იქნება მუდმივი ჩართულობა და განსაკუთრებული ყურადღება ყველა პროექტის განხორციელების პროცესში. ვფიქრობ, ბოტანიკურ ბაღს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც სამეცნიერო და ეკოლოგიური, ისე ტურისტული მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბაღი ოთხივე სეზონზე იყოს აქტიური, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი განვითარების ახალ ეტაპზეა, ფართოვდება მისი ფუნქციები, ძლიერდება ეკოლოგიური, სამეცნიერო და ტურისტული მიმართულებები. პარალელურად, მაღალმთიან აჭარაში იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება- ალპური ბოტანიკური ბაღის, მწვანე და შავი ტბების, ასევე, ბეშუმის მიმართულებით. ამასთან, იზრდება ბაღის როლი ბათუმის მწვანე სივრცეების მართვის პროცესშიც.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად დაუჭერს მხარს ყველა იმ ინიციატივასა და პროექტს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ბაღის გადაქცევას საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების და შეხვედრების მასპინძელ პლატფორმად.
შეხვედრის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურა, სანერგე და სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

  • No Comments
  • მაისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *