ზურაბ პატარაძე: ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ თქვენ
By

ზურაბ პატარაძე: ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ თქვენ

დღეს სკოლებში  მე-12  კლასელებისთვის  ბოლო ზარი დაირეკა. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ზურაბ პატარაძემ მთავრობის ოფიციალური ფეისბუქგვერდით  მიულოცა:

„ყველა მეთორმეტეკლასელს, ვისთვისაც დღეს მშობლიური სკოლის სივრცეში სიმბოლურად ბოლო ზარი დაირეკება, მინდა მივულოცო სკოლის დამთავრება!

დღეიდან თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, რომელიც საკუთარი ძალებისა და დასახული მიზნების რეალიზების პლატფორმად უნდა აქციოთ. მჯერა, რომ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით და თავდაუზოგავი შრომით, განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ თქვენ – დიდი მომავლის ზღურბლთან მდგარი ფიქრებით, ოცნებებით და დასახული მიზნებით სავსე მომავლის თაობა!

ყველა მისწრაფების და ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებთ!“

  • No Comments
  • მაისი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *