სამხედრო სწავლება „ტროას ნაკვალევი“ საქართველოში მეოთხედ იმართება
By

სამხედრო სწავლება „ტროას ნაკვალევი“ საქართველოში მეოთხედ იმართება

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს „ტროას ნაკვალევს“, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობით ევროპაში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ამ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ნატოსთან თავსებადობის განმტკიცება და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად ერთობლივი მზადყოფნის გაუმჯობესებაა.

„2026 წლის სწავლებაში მონაწილეობს დაახლოებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 2 000 სამხედრო მოსამსახურე“, – წერს აშშ-ის საელჩო.

  • No Comments
  • მაისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *