By
40-მდე კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა
გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი უსახური და უნებართვო ობიექტებისგან გათავისუფლდა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, კაფე-ბარებს, ბუნგალოებს და სავაჭრო ჯიხურებს, ჯამში 40-მდე კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა.
უწყების გაფრთხილების შემდეგ, ნაგებობების უმრავლესობა მეპატრონეებმა თავად დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს. კომერციული ობიექტები ზღვისპირა ზოლში სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებაც შესაბამისი ვადით ჰქონდათ.
სანაპირო ინფრასტრუქტურა ტურისტული სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდება.