ქართული ღვინო და მინერალური რესურსები ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე
By

ქართული ღვინო და მინერალური რესურსები ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე

ვაჭრობის მიმართულებით გვჯერა, რომ ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის უკეთ გამოყენებით შევძლებთ ჩინური ავტომობილების, ელექტრონიკისა და მექანიკური პროდუქციის ექსპორტის გაზრდას საქართველოში, ხოლო ქართული ღვინო და მინერალური რესურსები უფრო ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე, – განაცხადა შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანზე, კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ჭაო იდემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას.

მისი თქმით, კავშირებისა და ტრანსპორტის მიმართულებით, საქართველო მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების დასავლეთის მარშრუტზე.

„ჩემთვის დიდი პატივია, შევხვდე პარლამენტის თავმჯდომარეს დელეგაციასთან და ჩემს კოლეგებთან ერთად შაანსიში. ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 34 წლის წინ დამყარდა. საქართველო, ასევე, არის ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გასული 34 წლის განმავლობაში ორივე მხარე ყოველთვის იცავდა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების პრინციპებს და მუდამ მიჰყვებოდა ურთიერთსარგებლის გზას.

განსაკუთრებით გასულ წელს, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა გაცვალეს მისალოცი წერილები, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი მიმართულება განსაზღვრა. ორი ქვეყნის ლიდერების ხელმძღვანელობით, ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.

უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში – გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 248 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 70%-იანი ზრდაა. ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები, მექანიკური და ელექტრონული მოწყობილობები წარმატებით შევიდა საქართველოს ბაზარზე. ამავე დროს, ქართული წითელი ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს შაანსის პროვინციაში და ძალიან თბილად არის მიღებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.

კავშირებისა და ტრანსპორტის მიმართულებით, საქართველო მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების დასავლეთის მარშრუტზე. დღეისათვის უკვე გავუშვით 601 მატარებელი, ხოლო მხოლოდ წელს – 116, რაც ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. ამჟამად ჩვენს ორ მხარეს შორის უკვე ფუნქციონირებს ექვსი საერთაშორისო სატვირთო ავიამარშრუტი. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით 2027 წელს შესაძლებელი იქნება შაანსა და თბილისს შორის პირდაპირი სამგზავრო ავიარეისების ამოქმედება. ამჟამად შაანსიში სამი ქართველი სტუდენტი სწავლობს. ეს გვაჩვენებს, რომ ზემოხსენებულ სამ სფეროში თანამშრომლობა უკვე მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა და მომავალში კიდევ უფრო დიდ პროგრესს ველით.

ბატონო თავმჯდომარევ, ძალიან გვიხარია და პატივია თქვენი მასპინძლობა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და სფეროში. ვაჭრობის მიმართულებით გვჯერა, რომ ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის უკეთ გამოყენებით შევძლებთ ჩინური ავტომობილების, ელექტრონიკისა და მექანიკური პროდუქციის ექსპორტის გაზრდას საქართველოში, ხოლო ქართული ღვინო და მინერალური რესურსები უფრო ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე, – აღნიშნა შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანმა.

 

  • No Comments
  • მაისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *