ბოლო ზარი
By

ბოლო ზარი

მიმდინარე სასწავლო წელს  მთიანი აჭარის საჯარო სკოლებს 400-მდე ქალიშვილი და ჭაბუკი დაემშვიდობა. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სკოლებში კურსდამთავრებულებს ცხოვრების დიდ გზაზე გასვლა დაულოცეს ქვეყნის, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა.

***

ხულოში მიმდინარე სასწავლო წელს 170 კურსდამთავრებული ჰყავთ. დაბა ხულოს, ძმაგულისა და ქედლების საჯარო სკოლებში იყვნენ და კურსდამთავრებულებს, მათ მშობლებს, საზოგადოების წარმომადგენლებს ბოლო ზარი მიულოცეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ჯემალ სურმანიძემ, ირაკლი აბულაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ხულოს რესურსცენტრის უფროსმა რამაზ გელაძემ.

****

12 კურსდამთავრებული ჰყავთ დაბა შუახევის საჯარო სკოლაში. მათ საზეიმო გაცილება გაუმართეს. საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ჯემალ სურმანიძემ, ირაკლი აბულაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ, კლასის ხელმძღვანელმა ლია ქამადაძემ, სკოლის დირექტორმა მზია გოგაძემ, დეკანოზმა გიორგიმ (ფუტკარაძე), მშობელმა რუსუდან დიასამიძემ, ვეტერანმა პედაგოგმა  თეიმურაზ დავითაძემ, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა  მაყვალა  ზოიძემ მათ სკოლასთან გამომშვიდობება მიულოცეს.

კურსდამთავრებულებმა, პედაგოგებისა და მშობლების ჩართულობით, მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ცალკეულ ნომინაციაში გამარჯვებულ პედაგოგებსა და კურსდამთავრებულების მშობლებს  სიგელები გადასცეს. ღონისძიება ნარგიზ ავილოვს მიჰყავდა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა  ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ჯემალ სურმანიძემ, ირაკლი აბულაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ ფურტიოს საჯარო სკოლაში გამართულ ზეიმზე კურსდამთავრებულებს ბოლო ზარი მიულოცეს. ფურტიოში 9 კურსდამთავრებული ჰყავთ.

***

ქედის  მუნიციპალიტეტის  საჯარო  სკოლებში 138 კურსდამთავრებული ჰყავთ. თითქმის ყველა სკოლაში  საზეიმო გაცილება გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე,  აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე რავშან ბეჟანიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი დაბა ქედისა და მერისის საჯარო სკოლებში იყვნენ და ღონისძიებების მონაწილეებს ბოლო ზარი მიულოცეს. სხვა სკოლებში ამ დღის ღონისძიებებს ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • მაისი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *