არჩილ გორდულაძე – ჩვენთვის ასეთი ბიუროკრატიის მიერ მართულ ევროკავშირში შესვლა უბრალოდ წარმოუდგენელია
By

არჩილ გორდულაძე – ჩვენთვის ასეთი ბიუროკრატიის მიერ მართულ ევროკავშირში შესვლა უბრალოდ წარმოუდგენელია

„ევროპაში მოქმედი ბიუროკრატია ევროპელი ხალხის ინტერესებს საერთოდ არ წარმოადგენს, სამწუხაროდ, მთელ რიგ შემთხვევებში, ფეხქვეშ არის გათელილი ქვეყნების სუვერენიტეტი, მათ შორის, მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც კი პირდაპირ არის თავდასხმები“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ბიუროკრატია, რომელიც ახლა ევროკავშირში მოქმედებს, არ ცნობს ადამიანის უფლებებს, თანასწორობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს და ფეხქვეშ თელავს ვენის კონვენციას.

„ჩვენთვის ასეთი ბიუროკრატიის მიერ მართულ ევროკავშირში შესვლა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. გვინდა, რომ ევროპა ევროკავშირში დაბრუნდეს. გვინდა, რომ ევროკავშირში ნამდვილი, ქრისტიანული, ტრადიციაზე დაფუძნებული, ადამიანების უფლებებზე დაფუძნებული ევროპული მიდგომები დაბრუნდეს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ახლა ეს ფიზიკურად ასე არ არის. ვხედავთ იმასაც, რომ მთელ რიგ ქვეყნებში გამოღვიძება მიმდინარეობს. მათთვის მნიშვნელოვანია თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტი, ღირსება, ადამიანის თავისუფლება. დიახ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს და ოპტიმისტები ვართ, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება. ვამბობთ, რომ დიახ, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ“, – განაცხადა გორდულაძემ.

 

  • No Comments
  • მაისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *