მიხეილ სააკაშვილი – დარწმუნებული ვარ, ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ
By

მიხეილ სააკაშვილი – დარწმუნებული ვარ, ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ

„ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას, შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა:

„დღეს ხაბეიშვილის განაჩენს აცხადებენ. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს მიუსჯიან. მინდა აქედან გავამხნევო. იმ კაცს წყნარად სძინავს, თუ ყველა პატრიოტი მებრძოლი ციხეში ჰყავს. ლევან, ნუ შეგეშინდება, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვართ და საქართველო ამას გადაიტანს. საქართველოს ბედი ასეთია, რომ ყველაფერი პირველი აქ ხდება. ჩვენ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ესაა ჩვენი ხვედრი, ქართველი ხალხის ხვედრი. სპექტაკლის მონაწილეებად გვაქციეს. რუსთაველზე, სასამართლოზე რაც ხდება, ძალაუფლების სპექტაკლია, ძალაუფლების დემონსტრირებისთვის იყენებს ივანიშვილი. ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას, შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი. ვინ არიან ეს მართლა აკაცუკები, რომლებიც ატერორებენ ხალხს?! ივანიშვილს სტაფილოს წვენი დასაძინებლად აღარ შველის, თუ ციხეში არ არიან პატრიოტები და მებრძოლები“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ერთიანობის მოწოდებით და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს 26 მაისის აქციას: „დარწმუნებული ვარ, ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ. მხარს ვუჭერ 26 მაისის აქციას. ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ“.

 

  • No Comments
  • მაისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *