„ღვთისმშობლის წილხვდომილობა“ – ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ბათუმში
By

„ღვთისმშობლის წილხვდომილობა“ – ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ბათუმში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მეუღლე სოფიო ბაკურიძესთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს – „ღვთისმშობლის წილხვდომილობა“ დაესწრო.

ღონისძიება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მხარდაჭერით გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ მიტროპოლიტი დიმიტრი და ეპარქიის სამღვდელოება.

კონცერტზე მოწვეულმა და ადგილობრივმა შემსრულებლებმა ქართული საგუნდო და კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის და ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

საღამოს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *