შალვა პაპუაშვილი: გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის
By

შალვა პაპუაშვილი: გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ გუშინდელი აქცია მკაცრად შეაფასა და განაცხადა: „როგორც იტყვიან, რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი მაინც თავს არ დამალავს. გუშინ ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ აქცია მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებითა და სახეებით. ეს იყო ღონისძიება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების მიერ იყო ორგანიზებული. ვნახეთ მცდელობა, შექმნილიყო რადიკალური მუხტი, თუმცა ეს მუხტი დიდი ხანია დაკარგულია. გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის“.
მისივე თქმით, აქციაზე „სხვა ქვეყნების დროშების ფრიალი“ და უცხოელი პარტნიორებისადმი მიმართული გზავნილები „ვასალური დამოკიდებულების“ გამოხატულება იყო.
„როდესაც საზოგადოება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ზეიმობს, რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ უცხოელების დავალებები შეასრულოს. ვნახეთ სხვა ქვეყნების დროშების ფრიალი, მოწოდებები, რომ უცხოეთიდან ვინმემ ფოტო ნახოს და შეაქოს. ეს არის „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია – სხვისი მსახურების იდეოლოგია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის განცხადებით, „ქვეყანაში, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება ვერ იქნება საზოგადოების მხარდაჭერის მაჩვენებელი“.
„დასკვნა გუშინდელი დღიდან არის, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და არა წარსულში ჩარჩენილ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი დღის წესრიგი ქვეყნის სხვების პოლიტიკურ გავლენას დაქვემდებარებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 26 მაისს, პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა.

პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით თსუ-ის პირველი კორპუსიდან მივიდნენ. მათ გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი, პარლამენტთან მიიტანეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეებთან ერთად, პარლამენტთან მივიდნენ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი პარტიების ლიდერები, წარმომადგენლები, რომლებმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

 

  • No Comments
  • მაისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *