By
აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავი აღნიშნეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელსაც ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა.
საღამო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით დასრულდა.