კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო
By

კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულება განიხილეს. სხდომაზე მოხსენებით წარდგა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე.

2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების პირველი კვარტალის შესრულება 203 421 200 ლარს, გეგმის 104,2%-ს შეადგენს. შემოსავლების გეგმა 185 236 400 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ 202 912 400 ლარი, 109,5 % შეადგინა.

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისათვის 2026 წლის სამ თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი დაზუსტებული ასიგნებების გეგმა 77,1 პროცენტითაა შესრულებული. რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, საანგარიშო პერიოდში გეგმის შესრულების ანალოგიური მაჩვენებელი, ასევე 77,1 პროცენტს შეადგენს.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო.

 

  • No Comments
  • მაისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *