აჭარა – ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე
By

აჭარა – ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურისტული პროდუქტები ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი, სადაც წელს საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტიორებს საშუალება აქვთ საქართველოს კულტურას, ფოლკლორს, კულინარიასა და ოთხივე სეზონზე გათვლილ ტურისტულ მიმართულებებს გაეცნონ.

განსაკუთრებული ინტერესს იწვევს ბათუმი, როგორც ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება, რომელიც ზღვას, მთას, გასტრონომიას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მდიდარ კულტურულ გარემოს აერთიანებს.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მენეჯმენტი სამუშაო შეხვედრებსა და პრეზენტაციებს მართავს წამყვან ტურისტულ და მარკეტინგულ კომპანიებთან, ასევე, მედიისა და ციფრული პლატფორმების წარმომადგენლებთან.

ღონისძიებაში 100-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და მას 25 000-მდე ვიზიტიორი სტუმრობს.

გამოფენა 26 მაისს საქართველოს სტენდთან მაღალი რანგის პირების მონაწილეობით, ოფიციალურად გაიხსნა და 28 მაისს დასრულდება.

გამოფენის დაწყებამდე შანხაიში საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა.

 

  • No Comments
  • მაისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *