ყაზახეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
By

ყაზახეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა

ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, რომელზეც აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ საზოგადოების წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა.

შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტები და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

საზეიმო კონცერტს საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ლევან დიასამიძე, ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყაზახეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

კონცერტამდე ერთი დღით ადრე, საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებები მიზნად ისახავდა ეროვნული იდენტობის გაძლიერებას და ქართული კულტურის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

  • No Comments
  • მაისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *