აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
By

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საღამოზე, რომელიც ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა  ფუად აზიზოვმა გახსნა, აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ცოტნე ანანიძემ მიულოცა:

„საერთო გეოგრაფიული არსებობა და ბევრი საერთო ქარტეხილი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში, გულწრფელი პატივისცემის საფუძველია. მიიღეთ ჩემი მადლიერება ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის, 26 მაისის მოლოცვისა და გაზიარებისთვის. ჩვენი ქვეყნები პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს, რომელიც აზერბაიჯანში ქართულ დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით, საქართველოს საელჩო ღირსეულად და მაღალი პასუხისმგებელობით ემსახურა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას “, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

ღონისძიება, რომელსაც აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ქალაქ ბათუმის მერი  გიორგი ცინცაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საზეიმო კონცერტით დასრულდა.

  • No Comments
  • მაისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *