ოთხწლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს
By

ოთხწლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2027–2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ, სამინისტროს ოთხწლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.
2027–2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების გაუმჯობესებისთვის საჭირო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა. დოკუმენტი ორიენტირებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებისა და ტყის მდგრად მართვაზე.
სამინისტრო 2027 წელს 16 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას განახორციელებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, 2026 წელთან შედარებით, 18%-ით იზრდება და 46 640 280 ლარით განისაზღვრება.


შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

  • No Comments
  • მაისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *