კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია პირველ ივნისს დაიწყება
By

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია პირველ ივნისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე (CB PET, CB FCE და CB CAE) რეგისტრაციას პირველ ივნისს დაიწყებს. რეგისტრაციის გავლას აპლიკანტები 15 ივნისის ჩათვლით შეძლებენ. იმ კანდიდატებისთვის კი, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისს დაიწყება და 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება. 2026 წლის ივნისის საგამოცდო სესიაზე კანდიდატები რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ გაივლიან.
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესში კანდიდატმა უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. აპლიკანტს აღნიშნული დოკუმენტები თუ არ აქვს, აუცილებელია, „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“ ატვირთოს.
რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც კანდიდატი ცენტრისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს. გამოცდის განრიგი ელექტრონულ ფოსტაზე სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში გაიგზავნება.
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას წელიწადში სამჯერ – მარტში, ივნისსა და დეკემბერში უზრუნველყოფს.

  • No Comments
  • მაისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *