ბოტანიკური ბაღი გვიმრების და ჰერბარიუმის გამოფენას უმასპინძლებს
31 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გვიმრებისა და ჰერბარიუმის გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც ბაღის ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში გაიმართება.
,,გამოფენა დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ გვიმრების მრავალფეროვან სამყაროს, ბაღში დაცული 28 სახეობის, მათ შორის, უნიკალური და იშვიათი სახეობების გვიმრებს, მათ დეკორატიულ თუ სამეცნიერო მნიშვნელობას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პალეოზოური ერის უძველესი მცენარეები და ბაღის საუკუნოვანი ჰერბარიუმის (BATU) უძველესი ექსპონატები. განსაკუთრებული გარემო, ბუნებრივი სილამაზე და იშვიათი მცენარეები სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას შეუქმნის.
გელოდებით ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სადაც ბუნება და სიმწვანე განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის“, – ნათქვამია ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
31 მაისს, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება უფასოა.