ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გრძელდება
By

ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გრძელდება

ბათუმში გრძელდება ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც  ევროპის საჭადრაკო კავშირისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ევროპის ქალთა პირველობისთვის 32 ქვეყნის 165 სპორტსმენი იბრძვის, აქედან 30 საქართველოს წარმომადგენელია.

ღონისძიების  გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ FIDE- განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, ECU- ტურნირის დირექტორი პეტრ პისკი, ღონისძიების მთავარი არბიტრი გეერტ ბაილეული, ტურნირის სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარე სტეფან ესკაფრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასლან ბალაძე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.

აჭარიდან ჩემპიონატზე ხუთი მოჭადრაკე ასპარეზობს: კესარია მგელაძე, ლულუ დიასამიძე, მარიამ კალანდაძე, მარიამ ცეცხლაძე, ანეტა ქედელიძე. ჩემპიონატი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით ტარდება. ევროპის ქალთა ჩემპიონატი, რომელსაც სასტუმრო „ ეიფორია“  მასპინძლობს, 6 ივნისს დასრულდება.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *