მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას 
By

მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ახალი სამმართველოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა,  სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა რომ აღმოიფხვრას.

მისი თქმით, პრევენცია არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი, ვინაიდან გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩა აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც.

„პრევენცია არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი. პოლარიზაცია, საზოგადოების დახლეჩა, ერთმანეთზე გადამტერება იმ „ვორდინგის“ გამო, გამოხატვის იმ ფორმის გამო, რომელიც აბსოლუტურად არანაირი თავისუფლების და უფლების ფარგლებში არ ჯდება და მის მიღმაა, აზიანებს, აბინძურებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ უბრალოდ, ადამიანურ ურთიერთობებს. ასევე, აზიანებს სამომავლო ინტერესსაც, რომ ქართველები ვიყოთ ერთიანები ელემენტარულ საკითხებში, სამშობლოსთან დაკავშირებულ საკითხებში მაინც. ამ პროცესსაც კი აზიანებს, იმდენად გაღვივდა გარედან თავსმოხვეული დავალებების შესაბამისად ეს პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში.

ისეთი ქმედებების პრევენციისთვის, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად, ჩვენს მიერ შემუშავდა ახალი მიდგომა და ამ პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ახალი სამმართველო, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ დღესა და ერთ თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა, ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა იქნას აღმოფხვრილი. მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის. ხშირ შემთხვევაში, ეს წარმატებით მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მოემსახურება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.

 

  • No Comments
  • ივნისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *