ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე, აჭარის ნაკრები გუნდების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობაზე, სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე. ასევე, აღინიშნა, რომ ოლიმპიადის სამზადისი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და აჭარის ნაკრების წევრები სპორტის ჩვიდმეტივე სახეობაში იქნებიან წარმოდგენილნი.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ სპორტის დეპარტამენტის უფროსთან ერთად, სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და სპორტული ფორმები გადასცა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალური ეტაპი ბათუმში 2-6 ივნისს გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 12 რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი.