By
აჭარის ტელევიზიიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ რამდენიმე თანამშრომელმა დღეს ელექტრონული შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც, რეორგანიზაციის ფარგლებში მათ შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ.
გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არიან ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე.
როგორც თანამშრომლები აცხადებენ, მათ ერთნაირი შინაარსის წერილები მიიღეს, სადაც მითითებულია, რომ რეორგანიზაციის პროცესის ფარგლებში მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორ ირაკლი კიკვაძეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება არ გაუვრცელებია.