By
გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან ოვაციებითა და ტაშით გააცილეს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ გუნდში ბოლო იყო გუნდის კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის. კაშიამ 2009-2026 წლებში საქართველოს ნაკრებში 129 თამაში ჩაატარა, რითაც საქართველოს ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენია, მასზე მეტჯერ ეროვნულ გუნდში არავის უთამაშია.ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კაშიას კაპიტნობის პერიოდში გავიდა.
ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.